ევროკომისიის ჰორიზონტ 2020 პროგრამა
პროექტის დასახელება: EGI-ACE: თანამედროვე გამოთვლები EOSC-ისათვის
საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: 101017567
ხანგრძლივობა: 01/01/2021-30/06/2023 (30 თვე)
EGI-ACE პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ევროპის ღია მეცნიერების Cloud-ის გამოთვლითი პლატფორმის დანერგვა და EOSC Data Commons–ის განვითარებაში წვლილს შეტანა ინტეგრირებული გამოთვლითი პლატფორმების, მონაცემთა სივრცისა და საშუალებების მიწოდებით, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის ძირითად Cloud პროექტებთან და HPC–ს ინიციატივებთან.
პროგრამის კონკრეტული მიზნები შემდეგია:
• EOSC გამოთვლითი პლატფორმის შეთავაზება და მიწოდების არეალის გაფართოება;
• წვლილი შეიტანოს ევროკავშირის მონაცემთა სტრატეგიისა და EOSC Data Commons-ის განხორციელებაში მწვანე გარიგების (green deal), ჯანმრთელობის, ფუნდამენტური კვლევებისა და სოციალურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მხარდაჭერის მიზნით;
• მოახდინოს EOSC გამოთვლითი პლატფორმის ინტეგრირება EOSC პორტალთან და EOSC ბირთვთან;
• წვლილი შეიტანოს გლობალური ღია სამეცნიერო Cloud-ის რეალიზებაში;
• მოახდინოს EOSC–ზე მოთხოვნის ზრდა სხვადასხვა სექტორებსა და დისციპლინებში.
ევროკავშირის საგარეო ღონისძიებები
პროექტის დასახელება: EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებების დაკავშირება (EaPConnct)
საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: ENI/2019/407-452
ხანგრძლივობა: 01/07/2020-30/06/2025 (60 თვე)
პროექტის ძირითადი მიზანია სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებების დაკავშირება ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ციფრული უთანასწორობის შემცირება.
პროექტის სპეციფიკური მიზნები შემდეგია:
• ქსელური ინფრასტრუქტურის გაფართოება (ციფრული მაგისტრალი) ქვეყნებს შორის სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად.
• EaPConnect პროექტის ფარგლებში დანერგილი სერვისების მოხმარების გაფართოება და ახალი სერვისების შეთავაზება მეცნიერებისა და განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
• EaP NREN-ების პოზიციის გამყარება ნაციონალურ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ეკოსისტემაში.
ევროკომისიის ჰორიზონტი ევროპის პროგრამა
პროექტის დასახელება: GÉANT ჰორიზონტი ევროპა GN5-1 (GN5-1)
ხანგრძლივობა: 01/01/2023-31/12/2024 (24 თვე)
GN5-1 მიზნად ისახავს უზრუნველყოს უფრო სწრაფი, უფრო მდგრადი და უსაფრთხო კავშირის ინფრასტრუქტურა და კოლობორაციის სერვისები, რათა მკვლევარებმა და სტუდენტებმა მიიღონ წვდომა აპლიკაციებზე, რომლებიც მხარს უჭერს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და ეფექტურ თანამშრომლობას ვირტუალურ კვლევით გუნდებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. GN5-1 გააგრძელებს უახლესი, ეკონომიური, უსაფრთხო და მგრადი კავშირის განვითარებას, რათა უზრუნველყოს შეუზღუდავი კავშირის სიჩქარე ევროპის და NREN-ების ქსელებში. GN5-1 უზრუნველყოფს ინოვაციურ და სანდო იდენტიფიკაციის ინფრასტრუქტურას და სერვისებს, რათა მიაღწიოს T&I სერვისების სტრატეგიულ პოზიციონირებას, როგორც კვლევისა და განათლების თანამშრომლობის ძირითად ხელშემწყობს ევროპაში. GN5-1 უზრუნველყოფს მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის ღია მეცნიერებისათვის საჭირო ღირებულ სერვისებზე წვდომას.
ევროკომისიის ჰორიზონტი ევროპის პროგრამა
პროექტის დასახელება: წყალქვეშა კაბელები მეცნიერებისა და კვლევისთვის SUBMERSE
ხანგრძლივობა: 01/05/2023-30/04/2026 (36 თვე)
პროექტის მიზანია ახალი მსოფლიო დონის კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც გააერთიანებს უკვე არსებული ეროვნული სამეცნიერო–საგანმანათლებლო ქსელების და EPOS ინფრასტრუქტურებს, აგრეთვე Copernicus Marine სერვისებს სამი ევროპული ქვეყნიდან. გაავრცელოს FAIR პრინციპების მიხედვით პოლარიზაციის მდგომარეობისა და განაწილებული აკუსტიკური სენსორის მონაცემები, მოპოვებული უკვე არსებული სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისგან. ასეთი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ინოვაციურ სამეცნიერო ინსტრუმენტაციას, მეთოდებსა და ხელსაწყოებს, ასევე ხელს შეუწყობს ჩართული კვლევითი ინფრასტრუქტურების განვითარებას ახალი, თანამედროვე სერვისებისა და უნიკალური სამეცნიერო ღირებულების მქონე გრძელვადიანი მონაცემთა ბაზების შექმნით.
ეს პროექტი პირველად მისცემს საშუალებას ეროვნულ სამეცნიერო–საგანმანათლებლო ქსელებს ამ ტიპის მონაცემების უწყვეტად ჩაწერის კვლევისთვის, რითაც მხარს დაუჭერს სხვადასხვა აკადემიურ, ინდუსტრიულ და სამთავრობო მომხმარებელთა საზოგადოებებს.