ასოციაცია „გრენა“-ს გააჩნია ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და აქვს Cisco აკადემიების დახმარების ცენტრის და ინსტრუქტორების ტრეინინგ-ცენტრის სტატუსი.
ასოციაცია „გრენა“-ს სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- Cisco-ს ქსელური აკადემია
- Linux Professional Institute-ის (LPI) სწავლების ცენტრი
- მონაცემთა ბაზების კურსები
- დისტანციური სწავლების ცენტრი
- Pearson VUE-ს ავტორიზებული სერტიფიცირების ცენტრი