განათლებისა და მეცნიერების სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) განვითარების მიზნით, 1999 წლის 26 ივლისს დაფუძნდა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”. ასოციაცია „გრენა“-ს დამფუძნებლები არიან ხუთი უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ღია საზოგადოების ფონდი.
ასოციაცია „გრენა”-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
1. მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
2. სწავლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
3. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
4. მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
5. ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ახალი სერვისების დანერგვა და პროექტების განხორციელება მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ღია საზოგადოების ფონდის, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.
„გრენა” თავისი ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მომსახურებას უწევს 150-ზე მეტ ორგანიზაციას საქართველოში. „გრენა“-ს გააჩნია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც აკავშირებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. „გრენა”-ს მონაცემთა ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: cloud, ვირტუალური სერვერები, ჰოსტინგი, ელექტრონული სწავლება და სხვა.
ასოციაცია „გრენა“-ს გააჩნია მაღალი სიჩქარის გამოყოფილი არხი ევროპის სამეცნიერო ქსელ GEANT-თან და Cogent პროვაიდერთან.