ახალი ამბები
27-28 აპრილი 2023
საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა საერთაშორისო სემინარს „ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი”. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და საერთაშორისო მომხსენებლებმა ათი სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისის და საქართველოს წამყვანი საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. შეხვედრაზე აღინიშნა ბიბლიოთეკების როლი და ფუნქცია მეცნიერების განვითარებაში.

ასოციაცია „გრენა“-დან სემინარს დაესწრნენ რამაზ ქვათაძე და თამარ გვენეტაძე.
რამაზ ქვათაძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”-ს ელექტრონული ინფრასტრუქტურა და სერვისები.
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები