ახალი ამბები
12 ოქტომბერი 2022
ასოციაცია „გრენა“-მ უმასპინძლა ევროკომისიის EaPConnect პროექტის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრას, რომელიც თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროპის სხვადასხვა კვლევითი და საგანმანათლებლო საზოგადოების 22-მა წარმომადგენელმა.
ასოციაცია „გრენა“-დან შეხვედრას ესწრებოდნენ: რამაზ ქვათაძე, ზურაბ ბუხნიკაშვილი, ირაკლი გედევანიშვილი და თამარ გვენეტაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.