ახალი ამბები
16 დეკემბერი 2021
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”-ს ორგანიზებით 16 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის EOSC ინიციატივასთან დაკავშირებით გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის აღმასრულებელი საბჭოს წევრების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მემორანდუმში მონაწილე თხუთმეტი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით ბატონი ზვიად გაბისონია აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ზვიად გაბისონია ხელს შეუწყობს საქართველოში ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვას, განვითარებას და პოპულარიზაციას, რაც მკვლევარებს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის და ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობას განავითარებს.
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები