საქართველომ ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლა. ოლიმპიადა 2-6 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ოლიმპიადაში რეკორდულად ბევრმა, 27 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიადის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-მ უზრუნველყო. ასოციაცია „გრენა“-მ უზრუნველყო Cloud ინფრასტრუქტურა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის.
გამოვლინდნენ ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები. ლუკა მოსიაშვილი დაჯილდოვდა ოქროს მედლით, იოსებ რიგვავა ვერხლის, ხოლო ქეთა ციმაკურიძე და ლუკა მელაძე ბრინჯაოს მედლებით. აღსანიშნავია, რომ ლუკა მოსიაშვილი ევროპის 4 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა.
ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.
ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონია შეგიძლიათ იხილოთ:
https://www.youtube.com/watch?v=iZge_5VzIQw&feature=youtu.be%2F&ab_channel=MusalaSoft&fbclid=IwAR3cBdfIaLRziYu-kOrOckH7x9M4t6PDWP7wkowbmSAXO5vhR9QfEke59CU
ოლიმპიადის დახურვის ცერემონია შეგიძლიათ იხილოთ:
https://www.youtube.com/watch?v=ARlntOIpoxY
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://ejoi2020.ge