GRID ტექნოლოგიები (განაწილებული გამოთვლები) არის განაწილებული კომპიუტერული რესურსების გამოყენების ფორმა, როდესაც განსაკუთრებით დიდი მოცულობის გამოთვლები ერთდროულად ტარდება ამ სერვისის მქონე სამეცნიერო ქსელების რამდენიმე ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამოყენებით. დღეისათვის რიგ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის წინაპირობაა GRID მომსახურების არსებობა. ეს ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება მაღალი ენერგიების ფიზიკაში, ასტრონომიაში, მეტეოროლოგიაში, კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებულ კვლევებში, ბიოლოგიაში, მედიცინაში და მასზე მოთხოვნილების არეალი მუდმივად ფართოვდება.

2009 წელს ”გრენა”-ს ბაზაზე საქართველოში შეიქმნა GRID ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი კლასტერი, რომელიც გაერთიანებულია ევროპის GRID ინფრასტრუქტურაში (EGI). დამატებითი ინფორმაცია EGI-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე - http://www.egi.eu/ . ”გრენა”-ში კლასტერის ფუნქციონირება საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას ევროპის ქვეყნების გამოთვლითი რესურსები.

მომხმარებლებს, რომელთაც გააჩნიათ ამოცანები (მაგალითად ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი გამოთვლები), რომელთა გამოთვლისათვის საჭიროა განსაკუთრებით მაღალი წარმადობის კომპიუტერული რესურსები, “გრენა” შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს ევროპის GRID ინფრასტრუქტურა.

დამატებითი ტექნიკური ინფორმაციისთვის ან კონსულტაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.