ასოციაცია ”გრენა”-ს გააჩნია დისტანციური სწავლების ცენტრი, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს ინტერნეტის მეშვეობით, დროის ეფექტური გამოყენებით, შეისწავლოს სხვადასხვა სასწავლო კურსები და ჩააბაროს სატესტო გამოცდები. სწავლების მენეჯმენტის სისტემად (Learning Management System LMS) გამოყენებულია დინამიური სწავლების ღია სისტემა Moodle. პროექტის პირველი ეტაპი დაფინანსებული იქნა ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ.

”გრენა” გეგმავს ახალი დისტანციური კურსების განთავსებას და მზადაა ითანამშრომლოს საქართველოს საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პიროვნებებთან ამ მიმართულებით. მსურველებს შეუძლიათ განათავსონ მათ მიერ მომზადებული სასწავლო მასალა ”გრენა”-ს დისტანციური სწავლების სერვერზე და ასწავლონ მომზადებული კურსი.

”გრენა”-ს დისტანციური სწავლების ცენტრი მრავალ უპირატესობას აძლევს როგორც კურსის ხელმძღვანელს (მასწავლებელს), ასევე კურსის მსმენელს.

კურსის ხელმძღვანელს შესაძლებლობა აქვს დისტანციური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის მრავალი მოსახერხებელი მოდულის მეშვეობით მაქსიმალურად მარტივად მოამზადოს, განათავსოს და მართოს სასწავლო კურსის მასალა.

კურსის მსმენელს შესაძლებლობა აქვს ურთიერთობა იქონიოს როგორც უშუალოდ კურსის ხელმძღვანელთან, ასევე კურსის სხვა მსმენელებთან. დასვას კითხვა და მიიღოს პასუხი დისტანციური სწავლების ჩეთ-მოდულის საშუალებით, წამოიწყოს დისკუსია მისთვის საინტერესო თემაზე ფორუმზე.

”გრენა”-ს დისტანციური სწავლების ცენტრის ვებ-მისამართია - http://elearning.grena.ge