CERT არის (Computer Emergency Response Team) კომპიუტერული უსაფრთხოების რეაგირების ჯგუფი. ”გრენა”-ს CERT-GE ჯგუფი შეიქმნა 2007 წელს NATO-ს სამეცნიერო პროგრამის დახმარებით. CERT-GE არის ევროპული CERT-ების გაერთიანების წევრი (Trusted Introducer) და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების ორგანიზაციებთან.
CERT-GE მომხმარებლებს უწევს კონსულტაციებს ქსელური უსაფრთხოების დაცვის საკითხებსა და ქსელური ინციდენტების აღმოფხვრაში, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებელთა სერვერების და კომპიუტერების უკანონო ქსელური შეღწევის მცდელობასთან, ვირუსულ შემოტევასთან და სხვა კიბერ ინციდენტებთან.
CERT-GE აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას მომხდარი ინციდენტების შესახებ საქართველოს დომენურ GE ზონაში და საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს, როგორც მომხმარებლებს, ასევე სხვა ქვეყნების CERT-ებს და კიბერ უსაფრთხოების კომპანიებს.
CERT-GE სერვისები:
IDS - კიბერ ინციდენტების აღმოჩენის სისტემის გამართვა, რომელიც ამოწმებს ქსელში შემავალ და ქსელიდან გამავალ პაკეტებს. ახდენს შეტევების იდენტიფიცირებას ცნობილი სახეობების და ანომალიების მიხედვით.
Incident Сoordination - ინციდენტების გამოძიება და აღმოფხვრა სხვა ქვეყნის CERT ჯგუფებთან თანამშრომლობით.
Vulnerability Announcement – ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა კიბერ საშიშროების შესახებ, მათ შორის მწარმოებელი კომპანიების მიერ პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილი შეცდომების შესახებ, რათა დროულად მოხდეს განახლებები (updates).
IP მონიტორინგი - ინფორმაციის გავრცელება საქართველოს ინტერნეტ პროვაიდერების ქსელში მყოფი ზომბირებული კომპიუტერების IP მისამართების და სხვა კიბერ ინციდენტების შესახებ.
დამატებითი ტექნიკური ინფორმაციისთვის ან კონსულტაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.















