”გრენა” არის Sophos-ის პროგრამული ლიცენზიების და უსაფრთხოების გადაწყვეტილებების გაყიდვების ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში.

 

Sophos არის ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნოლოგიებში მომუშავე ლიდერი ინგლისური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერების და სერვერების სრულყოფილ დაცვას ყველა სახის მომხმარებლისთვის.

Sophos-ის პროდუქტები იცავს მომხმარებელს ვირუსებისგან და მავნე პროგრამებისაგან. აგრეთვე, არასანქცირებული შეღწევისა და არასასურველი აპლიკაციების დაყენებისაგან. დღეისათვის Sophos-ის პროდუქტებით სარგებლობს 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

Sophos გაძლევთ საშუალებას 30 დღის განმავლობაში უფასოდ გამოიყენოთ მისი ლიცენზირებული პროდუქტები, რათა დარწმუნდეთ მათ საიმედოობასა და ეფექტურობაში.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე - http://www.sophos.com


”გრენა” არის Avira-ს პროდუქტების გაყიდვების ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში.

 
 

Avira არის გერმანული კომპანია, რომელიც უკვე 25 წელია აწარმოებს კომპიუტერული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამებს როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის. Avira-ს მომხმარებლები არიან დიდი და საშუალო ზომის კომპანიები, საგანმანათლებლო და სამთავრობო დაწესებულებები და 70 მილიონზე მეტი კერძო მომხმარებელი მთელს მსოფლიოში.

Avira აწარმოებს პროფესიონალური დაცვის საშუალებებს როგორც პერსონალური კომპიუტერებისათვის, ასევე ფაილის, საფოსტო და ვებ სერვერებისათვის. Avira-ს პროდუქტები გამოირჩევა ვირუსული მავნე პროგრამების მაღალი დეტექტირების უნარით და კომპიუტერული სისტემების საიმედო დაცვით.

Avira გთავაზობთ 30 დღის განმავლობაში უფასოდ გამოიყენოთ მისი ლიცენზირებული პროდუქტები, რათა დარწმუნდეთ მათ საიმედოობასა და ეფექტურობაში.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე - http://www.avira.com