მისაღები მოხმარების წესები

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - “გრენა” არის ეროვნული კომპიუტერული ქსელი უნივერსიტეტებისთვის, საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტებისთვის საქართველოში. “გრენა”-ს ქსელში ჩართვა შეუძლიათ შემდეგი სახის ორგანიზაციებს:
• უნივერსიტეტები
• უმაღლესი განათლების ინსტიტუტები
• სამეცნიერო ინსტიტუტები
• საშუალო სკოლები
• ბიბლიოთეკები
• მუზეუმები
• საუნივერსიტეტო საავადმყოფოები
• საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და მათი პროგრამები, რომლებიც მუშაობენ განათლებისა და მეცნიერების სფეროში
• სხვა

”გრენა”-ს მიერ მიწოდებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისები (ინტერნეტის ჩათვლით) გათვალისწინებულია როგორც თანამშრომლებისთვის ასევე სტუდენტებისთვის.

სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ ”გრენა”-ს ქსელს მიუერთდნენ დროებით მოწინავე ქსელური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების სასინჯად და გასავითარებლად.