მიღებულია საქართველოს სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების
ზოგადი დებულებებით
1.1 საქართველოს სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია რეგისტრირებული კავშირი (შემდგომში ასოციაცია”) არისკერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. მისი სრულისახელწოდებაა:
ქართულ ენაზე - საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია” - გრენა;
ინგლისურ ენაზე - “Georgian Research and Educational Networking Association” - GRENA;
1.2 ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი. მას აქვს თავისი ქონება, რომლითაც დამოუკიდებლად აგებს პასუხს საკუთარი სახელით, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
1.3 ასოციაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.












